წესები და პირობები

1.  "იმპორტიქსი"-ს ვალდებულება

1.1 "იმპორტიქსი" ვალდებულია გონივრულ ვადაში მოახდინოს მისი ჩინეთის საწყობში მისული ამანათის ტრანსპორტირება თბილისამდე, ტრანსპორტირების ხანგრძლივობა, ჩვენი საწყობიდან გამოგზავნიდან  5-7 დღე.

1.2 "იმპორტიქსი" ვალდებულია აუნაზღაუროს კლიენტს საწყობში მისული და შემდგომ დაკარგული ამანათის საფასური (ინვოისზე და შესაბამისი დოკუმენტაციაზე დაყრდნობით) გარდა მე-2-ე პუნქტში ნახსენები პირობებისა.

1.3 თუ არ მოხდება ამანათის გატანა ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, თქვენი ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვის მიზნით.

2.  "იმპორტიქსი" პასუხისმგებლობას იხსნის

2.1 ფორსმაჟორული სიტუაციების გამო (სტიქიური უბედურებების , კატასტროფების , პანდემია, საომარი მოქმედებიბის და ა.შ) ტრანსპორტირების დაგვიანებაზე ან ამანათის დაკარგვაზე.

2.2 ამანათზე რომელშიც არის შემდეგი პროდუქტები მათ ტრანსპორტირებაზე:

  • რეალური ფული, მონეტები ან ბანკნოტები
  • საბანკო და საკრედიტო ბილეთები და სხვა ფასიანი ქაღალდები
  • საკვები პროდუქცია
  • ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (საღებავები და ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები)
  • მიწა და ნერგები მიწით
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია
  • ცოცხალი ცხოველები, ფიტულები, ძვლები, ბეწვი
  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები ან მათი თესლი, ე.წ. "ბიო", არომატიზატორი
  • ფსიქოტროპიული ნივთიერებები
  • წამლები (10 შეკვრაზე მეტი)
  • მცენარეები (1 კილოგრამზე მეტი)
  • მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი)
  • ცეცხლსასროლი და პნევმატური (airsoft) იარაღები და აქსესუარები
  • საბეჭდი მასალა, ფილმები, ფოტო, LPs, კინემატოგრაფიული ფილმები, აუდიო და ვიდეო კასეტები, CD
  • ოქრო და ვერცხლი, ძვირფასი ქვები, სამკაულები და სხვა ძვირფასი ნივთები
  • ალკოჰოლური სასმელების
  • თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები
  • ფარმაცევტული პროდუქცია
  • ანტიკვარული ნივთები

3. კლიენტი ვალდებულია

3.1 დროულად (48 საათის განმავლობაში) დაადეკლარიროს მისი ამანათი "იმპორტიქსი"-ს საიტზე, პირად კაბინეტში.

3.2 თუ ამანათს არ ეკუთნის განბაჟებას, (მისი ღირებულება არ ცდება 300 ლარს ან არ აქვს კომერციული დანიშნულება) მაგრამ კლიენტს მაინც სურს მისი განბაჟება, დეკლარაციის შევსების დროს მონიშნეთ ღილაკი "მსურს განბაჟება".

3.3 ამანათის განბაჟების შემთხვევაში 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს ბაჟი (საბაჟო დეკლარაციის დამზადება უფასოა).